ვინ იქნება იტალიის ნაკრების ახალი მწვრთნელი? Sky მთავარ კანდიდატს ასახელებს
დიდი ალბათობით, იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლუჩანო სპალეტის ჯენარო გატუზო ჩაანაცვლებს. ინფორმაციას Sky Italia ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, მილანის ყოფილი ნახევარმცველი ,,სკუადრა აძურას'' მწვრთნელობის უმთავრესი კანდიდატია.
უკვე ისიც გახდა ცნობილი, რომ იტალიის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები 47 წლის სპეციალისტს პირადად დაუკავშირდნენ და მხარეებს შორის მოლაპარაკებები დაწყებულია.
გატუზოს სამწვრთნელო კარიერა 2013 წელს შვეიცარიულ სიონში დაიწყო, ბოლოს კი რინო ჰაიდუკ სპლიტში მუშაობდა.
სპალეტი იტალიის ნაკრების მწვრთნელად 2023 წლის სექტემბერში დაინიშნა. მისი ხელმძღვანელობით მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონებმა 24 მატჩი ჩაატარეს, 12-ში იმარჯვეს, 6-ში დამარცხდნენ, 6 კი ფრედ დაასრულეს.
🚨🇮🇹 Gennaro Gattuso is in pole position to become the new manager of Italy, reports @DiMarzio! pic.twitter.com/Sc2YR8oWSi
— EuroFoot (@eurofootcom) June 10, 2025