ვილიარეალის მწვრთნელი: 'პირველმა გოლმა დიდი ძალა მოგვცა'
2 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ვილიარეალის მწვრთნელმა, მარსელინიომ განაცხადა, რომ ის „ძალიან კმაყოფილია“ მას შემდეგ, რაც მისმა ვილიარეალმა 4:1 დაამარცხა ესპანიოლი და ქულების რაოდენობით მესამე ადგილზე მყოფ ატლეტიკო მადრიდს გაუთანაბრდა.
ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა გიორგი მიქაუტაძემ, რომელმაც ჯერ ანგარიში გახსნა, მეოთხე გოლისას კი მოლეიროს გაატანინა.
ჩვენ ძალიან კარგად დავიწყეთ - გვქონდა შანსები წინ გასვლისთვის. პირველმა გოლმა დიდი თავდაჯერება მოგვცა, რასაც მალევე მეორე გოლი მოჰყვა.
მეორე ტაიმი ორი შესანიშნავი გოლით გაგრძელდა და ჩვენ მათ ძალიან ცოტა შანსი მივეცით გოლის გასატანად. სამმატჩიანი მოუგებელი სერია გვქონდა, წაგებული მატჩების მოგებასთან ახლოს ვიყავით, ამიტომ ჩვენ გამარჯვება ძალიან გვჭირდებოდა.
ეს იყო რთული თამაში, რომელიც ლა ლიგაში მეექვსე ადგილზე მყოფი გუნდის წინააღმდეგ ვითამაშეთ და ისინი მკაფიოდ და დამაჯერებლად დავამარცხეთ, ახლა გულშემატკივრებსაც შეუძლიათ ამით ისიამოვნონ. - განაცხადა მარსელინიომ, ვილიარეალის მწვრთნელმა
გიორგი მიქაუტაძეს, ლა ლიგაში, 6 გოლი და 4 საგოლე გადაცემა დაუგროვდა. ქართველის გუნდს 45 ქულა აქვს, ისევე როგორც ატლეტიკოს და მესამე ადგილს იყოფენ, თუმცა ვილიარეალს ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.
ვილიარეალი მომდევნო სამ თამაშს ცხრილის ქვედა ნახევარში მყოფ გუნდებთან ჩაატარებს, 28 თებერვალს კი ბარსელონას, ნოუ კამპზე ესტუმრება.