Belive

უოტფორდი ქუინს პარკთან დამარცხდა | ქართველების შეფასება

17 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონშიპის მე-40 ტურში ქუინს პარკ რეინჯერსმა უოტფორდს უმასპინძლა და მეტოქე 2:1 დაამარცხა. ამ შედეგის შემდეგ, ამ ორ გუნდს ერთნაირი ქულები გაუხდა და ცხრილში მეზობლები გახდნენ (56 ქულა | უოტფორდი მე-9 ადგილი/ ქუინს პარკი მე-10 ადგილი).

საქართველოს ნაკრების წევრებმა, გიორგი ჩაკვეტაძემ და საბა გოგლიჩიძემ შეხვედრა ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყეს. გიორგიმ მოედანი 73-ე, ხოლო საბამ 85-ე წუთზე დატოვეს. მასპინძლები მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდნენ სათამაშო უპირატესობას და 85-ე წუთამდე მშვიდად, 2-ბურთიანი უპირატესობით იგედნენ, სტუმრება მხოლოდ მატჩის მიწურულს შეძლეს ერთი გოლის გატანა.

საბამ ყვითელი ბარათიც დაიმსახურა, შესაბამისად, მისი შეფასება შასუალოზე დაბალი გამოვიდა (5.7-დან 6.3-დე) flashscore-სა და whoscored-ის მონაცემებით. ჩაკვეტაძემ ოდნავ მაღალი შეფასება მიიღო (6.2-დან 6.6-დე).

უოტფორდი მომდევნო ტურის შეხვედრას 6 აპრილს, საკუთარ კედლებში, ჩარლტონის წინააღმდეგ ჩაატარებს.