Belive

ტუხელმა კეინზე ისაუბრა | ინგლისელი ფეხბურთელი ისტორიულ მიღწევასთან ახლოსაა

21 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

ტომას ტუხელმა ჰარი კეინზე ისაუბრა. ინგლისის ნაკრების კაპიტანი, სანაკრებო კარიერაში ისტორიულ მიღწევასთან ძალიან ახლოსაა. ტუხელის აზრით, კეინს განსაკუთრებული მოტივაცია აქვს, რომელიც როგორც პირად მიზნებსა და რეკორდებზე, ასევე, გუნდის წარმატებაზეც ვრცელდება.

კეინს, ინგლისის ნაკრებში, კიდევ ერთი ისტორიული შედეგის დაფიქსირება შეუძლია. თუ ჰარი ჩეხეთთან მატჩში ითამაშებს, მას, ეროვნული ნაკრების მაისურით, 125 ჩატარებული მატჩი დაუგროვდება რითაც ლეგენდარულ მეკარეს, პიტერ შილტონს გაუთანაბრდება. ხოლო კიდევ ერთი მატჩის ჩატარების შემთხვევაში, ამ კუთხით, ერთპიროვნული ლიდერი გახდება. კეინი, 89 გოლით, უკვე ინგლისის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.

კეინი როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო დონეზე, სათამაშო ტემპს არ აგდებს. ხორვატიის წინააღმდეგ შეხვედრაში, რომელიც ინგლისმა 7:0 მოიგო, ჰარიმ დუბლი შეასრულა. 2023 წელს ბაიერნში გადასვლის შემდეგ, ტოტენჰემის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა (280 გოლი), ბუნდესლიგის ისტორიაში, 100 გოლი ყველაზე სწრაფად, 98 შეხვედრაში გაიტანა. ტუხელის აზრით, კეინის ბრწყინვალე თამაში კონკრეტული ხასიათითაა განპირობებული - ეს თვისება კი, გერმანელი მწვრთნელის აზრით, ნებისმიერი მსოფლიო დონის თავმდამსხმელისთვისაა აუცილებელი.

ვფიქრობ, მსოფლიოს ყველა ცხრა ნომერმა ასე უნდა ითამაშოს. ასეთი ფეხბურთელები ამ ყველაფერს მხოლოდ გუნდისთვის არ აკეთებენ - საკუთრ თავზეც ფიქრობენ. რეკორდებისთვისაც იბრძვიან. რამდენი გოლის გატანა შემიძლია? ვინ არის საუკეთესო ბომბარდირი? ვის უნდა ვაჯობო? რა რეკორდი შემიძლია გავაუმჯობესო? ეს ის მთავარი კითხვებია, რომლებსაც კეინის მსგავსი ფეხბურთელები საკუთრ თავს უსვამენ. ვერც ერთ ბომბარდირს ვერ იპოვით, რომელსაც პირადი მიზნები არ აქვს და ამისათვის ბოლომდე არ იბრძვის. ჰარი რასაც არ უნდა აკეთებდეს, ყველაფერი უმაღელს დონეზე გამოსდის. - ტომას ტუხელი

ინგლისი ამჟამად, ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, 6 ქულით, მეორე ადგილზეა და ესპანეთს 3 ქულით ჩამორჩება. ინგლისისთვის ჩეხეთთან გამარჯვება, ესპანეთთან კონკურეცნიისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია. ტუხელი კი, გადამწვეტ მომენტში, დიდ იმედებს რეკორდსმენ კაპიტანზე ამყარებს.