Belive

ტრავმის სირთულე ცნობილია: ბელინგემი მნიშვნელოვან მატჩებს გამოტოვებს

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის რეალის ვარსკვლავმა, ჯუდ ბელინგემმა ესპანეთის ლა ლიგის 22-ე ტურში, რაიო ვალეკანოსთან 2:1 მოგებულ მატჩში ტრავმა მიიღო.

ინგლისელი ფეხბურთელის ტრავმის სირთულე ცნობილია. სამედიცინო შემოწმების შემდეგ ირკვევა, რომ ჯუდმა მარცხენა ფეხის ბარძაყის კუნთი დაიზიანა.

მკურნალობისა და რეაბილიტაციის პროცესისთვის ჯუდ ბელინგემს მინიმუმ 1 თვე სჭირდება. ამ პერიოდის განმავლობაში მადრიდულ გრანდს ბევრი მნიშვნელოვანი მატჩი ელოდება, მათ შორის ჩემპიონთა ლიგის პლეი-ინში, ლისაბონის ბენფიკას პირისპირ.

22 წლის ინგლისელმა მოთამაშემ ამ სეზონში ესპანური გრანდის 28 შეხვედრაში 6 გოლის გატანა და 4 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.

მადრიდის რეალი ლა ლიგაში 22 ტურის შემდეგ დაგროვებული 54 ქულით მე-2 პოზიციას იკავებს და ლიდერ ბარსელონას მინიმალური სხვაობით ჩამორჩება.

სხვა სტატიები