Belive

ტრაბზონსპორი კონფერენს ლიგაზე ითამაშებს | მთავარი მწვრთნელი კი გადადგომას აპირებს

8 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

გუშინ, ტრაბზონსპორი, ევროპა ლიგის საკვალიფიაკაციო შეხვედრაში, სტუმრად, უნგრულ ფერენცვაროშთან, 4:0 დამარცხდა. მიუხედავად იმისა, რომ თურქულმა კლუბმა ევროპა ლიგის საგზური ვერ მოიპოვა, ისინი კონფერენს ლიგაზე მაინც ითამაშებენ. მოედანზე ყოფნის მიუხედავად, მოჰამედ სალაჰმა, რომელიც 64-ე წუთზე შეცვალეს, მეტოქის წინააღმდეგ, ბევრი ვერაფერი გააწყო.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, გუნდის თავკაცმა, ფათიჰ თექემ, განაცხადა, რომ ტრაბზონსპორის მთავარი მწვრთნელის პოსტის დატოვებას აპირებს.

მე ძალიან საპატიო თანამდებობას ვტოვებ. დღევანდელი მარცხი მიუღებელია. ეს ჩვენთვის ძალიან მძიმე ღამე იყო. ჩვენ, გამარჯვება გვინდოდა, მაგრამ საპირისპირო შედეგი მივიღეთ. გუნდი ბევრად უკეთესი გახდება - ამაში დარწმუნებული ვარ. - განაცხადა თურქმა მწვრთნელმა

ტრაბზონსპორმა, ამ ზაფხულს, გუნდის გასაძლიერებლად, სერიოზული ტრანსფერები განახორციელა. გუნდმა ისეთი მოთამაშეები დაიმატა, როგორებიც არიან მოჰამედ სალაჰი, სტეფან სავიჩი და ანდრე ონანა. მაგრამ, მიუხედავად ასეთი სახელოვანი და გამოცდილი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული შემადგენლობისა, თურქულმა კლუბმა, ფერენცვაროშთან პრაქტიკულად, უშანსოდ წააგო. მართალია, ტრაბზონსპორი ამ მარცხით, ევროპა ლიგას დაემშვიდობა, მაგრამ ევრო ტურნირზე მაინც ითამაშებს. ახლა მათი ყურადღება ორი მიმართულებით, კონფერენს ლიგასა და თურქეთის სუპერ ლიგისკენ არის მიპყრობილი.