ტომას ტუხელი: "ცუდი მატჩი გვქონდა - დღეს იღბალი ჩვენს მხარეს იყო"
ინგლისის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია. „სამმა ლომმა“ უმძიმეს 1/4-ფინალურ დრამაში, დამატებით დროში მოახერხა ნორვეგიის ბარიერის დაძლევა. მატჩის ძირითადი დრო ფრედ, 1:1 დასრულდა, გადამწყვეტ მომენტში კი ლიდერის თვისებები კიდევ ერთხელ გამოავლინა ჯუდ ბელინგემმა - მისმა დუბლმა ინგლისელებს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა.
ინგლისის მსოფლიო ჩემპიონატის 1/2-ფინალში ისტორიაში მეოთხედ გავიდა - ისტორიული გამარჯვება გუნდის მთავარმა მწვრთნელმა - ტომას ტუხელმა შეაფასა და აღნიშნა, რომ მისი გუნდის თამაშით კმაყოფილი არ არის.
"დღევანდელი თამაშით საერთოდ არ ვარ კმაყოფილი... აბსოლუტურად ყველა გაგებით. დღეს უბრალოდ გაგვიმართლა
უკმაყოფილო ვარ. საშინლად უსისტემოდ ვითამაშეთ და უამრავი ტექნიკური შეცდომა დავუშვით. ამას მენტალიტეტთან არანაირი კავშირი არ აქვს. უბრალოდ, ბევრად უკეთესად უნდა ვითამაშოთ...
ჯუდ ბელინგემი? ის ამას აკეთებს აბსოლუტურად ყოველ მატჩში.
ის მსოფლიო დონის ვარსკვლავია“. - ტომას ტუხელი
ჯუდ ბელინგემი საოცარ მუნდიალს ატარებს - 23 წლის ინგლისელს მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე უკვე 6 გოლი აქვს გატანილი და ამ ყველაფერს 1 საგოლე გადაცემაც დაამატა.
ინგლისელები მსოფლიო ჩემპიონატის 1/2-ფინალში გავიდნენ, სადაც მათი მეტოქე, არგენტინასა და შვეიცარიის დაპირისპირებაში გამარჯვებული იქნება.