The Guardian | ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო 15 ფეხბურთელში მოხვდა
9 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
პარი სენ-ჟერმენის ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია The Guardian-ის საუკეთესო 15-ში მოხვდა, კვარამ დასახელებულ 100 მოთამაშეში მე-14 ადგილი დაიკავა.
ავტორიტეტულმა ბრიტანულმა გამოცემამ საკუთარი რეიტინგი გამოაქვეყნა, ქართველის შესახებ კი ასეთი რამ დაწერა:
ბევრი მიზეზის გათვალისწინებით, კვარაცხელია პსჟ-ს წინა ბრწყინვალე ეპოქის ანტიპოდია. ქართველი ფეხბურთელი პსჟ-ში, იანვარში დიდი თანხის სანაცვლოდ გადავიდა, ის თავდაუზოგავი შრომით გამოირჩევა, რაც მის წინამორბედებს აკლდათ.
როდესაც მას ბურთი არ აქვს ბევრს შრომობს, ის ზოგადად შრომისმოყვარე ფეხბურთელია, რაც ჩემპიონთა ლიგაზე, პსჟ-ში ჩატარებულ თამაშებზეც აისახა.
ყველაფერთან ერთად მას აქვს უნარი ერთი მოქმედებით მატჩში ყველაფერი თავდაყირა დააყენოს, ისევე როგორც ამას ლიონელ მესი, ნეიმარი და კილიან მბაპე აკეთებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ MNM (მესი, ნეიმარი, მბაპე) ხშირად ვერ ახერხებდა დიდ სცენაზე წარმატების მიღწევას, კვარას ეს მიმდინარე წელს გამოუვიდა და ჩემპიონთა ლიგის თამაშებში ყოველთვის საუკეთესოდ წარმოაჩენდა საკუთარ თავს. - The Guardian
სრულად TOP 100 ფეხბურთელის ჩამონათვალი შეგიძლიათ ბრიტანული გამოცემის საიტზე ნახოთ: საუკეთესო 100 მოთამაშე 2025 წელს
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს ხვიჩა კვარაცხელიამ 6 ტიტული მოიგო, პირველი ეს იყო იტალიის სერია A ნაპოლისთან ერთად, ხოლო 5 პარი სენ-ჟერმენში, ესენია: ჩემპიონთა ლიგა, საფრანგეთის ლიგა 1, საფრანგეთის თასი, უეფას სუპერთასი და საკონტინენტთაშორისო თასი.