Belive

The Athletic - ზამთრის 10 საუკეთესო ტრანსფერი პრემიერლიგაში

6 დღის წინ ფეხბურთი
2 წთ

ამერიკული გამოცემის, The Athletic-ის ვერსიით, კრისტალ პალასიდან მარკ გეჰის მანჩესტერ სიტიში გადასვლა, პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ზამთრის ყველაზე კარგ ტრანსფერებს შორის პირველ ადგილს იკავებს. ქალაქელებმა 25 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ ლონდონურ გუნდს 23 მილიონი ევრო გადაუხადეს.

მეორე ადგილზე დუგლას ლუისია, რომელიც იუვენტუსიდან იჯარით ისევ ასტონ ვილაში დაბრუნდა.

სამეულში, ასევე, ანტუან სემენიო მოხვდა - სიტიმ ბორნმუთს 72 მილიონი ევრო გადაუხადა, 26 წლის შემტევმა კი მანჩესტერის მაისურით უკვე 4 გოლის გატანა მოასწრო.

The Athletic - 10 ყველაზე ცუდი ზამთრის ტრანსფერი პრემიერლიგის ისტორიაში:

  1. მარკ გეჰი - კრისტალ პალასიდან სიტიში 23 მილიონი ევროს სანაცვლოდ;

  2. დუგლას ლუისი - იუვენტუსიდან ასტონ ვილაში იჯარით;

  3. ანტუან სემენიო - ბორნმუთიდან სიტიში 72 მილიონი ევროს სანაცვლოდ;

  4. ოსკარ ბობი - სიტიდან ფულემში 31 მილიონი ევროს სანაცვლოდ;

  5. ალექს ტოტი - ფერენცვაროშიდან ბორნმუთში მილიონი 12 ევროს სანაცვლოდ;

  6. კონორ გალაჰერი - ატლეტიკოდან ტოტენჰემში 40 მილიონი ევროს სანაცვლოდ;

  7. რაიანი - ვასკო და გამადან ბორნმუთში 28,5 მილიონი ევროს სანაცვლოდ;

  8. ეინჯელ გომესი - მარსელიდან ვულვზში იჯარით;

  9. პაბლო ფელიპე - ჟილ ვისენტედან ვესტ ჰემში 23 მილიონი ევროს სანაცვლოდ;

  10. ვალენტინ კასტელიანოსი - ლაციოდან ვესტ ჰემში 29 მილიონი ევროს სანაცვლოდ.

სხვა სტატიები