სლოტი: ,,ეს ჩემი კარიერის ყველაზე რთული სეზონია''
2 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა, არნე სლოტმა, მიმდინარე სეზონი მის სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე რთულად შეაფასა:
,,სამართლიანი იქნება თუ ვიტყვით, რომ ეს ჩემი კარიერის ყველაზე რთული სეზონია. არამგონია, აქამდე ზედიზედ 2 მატჩი წამეგო, ეს გამონაკლისია ჩემთვის და ჩემი ფეხბურთელებისთვისაც, ისინი, ისევე როგორც მე, ბევრ წაგებას ან ფრეს მიჩვეულნი არ არიან.
ალბათ, უცნაურად ჟღერს, მაგრამ რაღაც კარგის მიღება ამ სიტუაციისგანაც შეიძლება. ვხედავ, რამდენად უკეთესები ვხდებით. როგორც მწვრთნელი, ყოველთვის შედეგებისკენ ვისწრაფვი, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, რომ თამაში ფეხბურთელებმაც გააუმჯობესონ, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, კიდევ უფრო მეტი პრობლემა შეგვექმნება. ჩემი აზრით, ტრავმირებულთა გარდა, ახლა ლივერპულის თითოეულ ფეხბურთელს შეუძლია ყოველ 3 დღეში იმ ინტენსივობით თამაში, რაც პრემიერლიგაში არის საჭირო. - არნე სლოტი
პრემიერლიგის 25 ტურის შემდეგ ლივერპულს 39 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-6 პოზიციაზეა. სლოტის გუნდი მომავალ მატჩს ხვალ ღამით, სანდერლენდის წინააღმდეგ გამართავს.
Arne Slot’s toughest season as a manager 😓
— Hayters TV (@HaytersTV) February 10, 2026
"All the other seasons that I’ve managed there were only positives. I don’t think I’ve ever lost two games in a row." pic.twitter.com/8ayHXAdMHn