Belive

"შოკირებული და დამწუხრებული ვარ ამ გადაწყვეტილებით" - ჰარი მაგუაიერი

2 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

დღეს, ოფიციალურად დადასტურდა, რომ ტომას ტუხელმა ჰარი მაგუაიერი ინგლისის ნაკრებიდან გარიცხა. მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელმა ამის შესახებ talksport-თან თავად განაცხადა.

დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ ზაფხულს შემეძლო მნიშვნელოვანი როლი მეთამაშა ჩემი ქვეყნისთვის ისეთი სეზონის შემდეგ, როგორიც მქონდა. შოკირებული და დამწუხრებული ვარ ამ გადაწყვეტილებით. ფეხბურთელებს კი ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ. - ჰარი მაგუაიერი - მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელი

იმის შემდეგ კი რაც გაირკვა, რომ ჰარი მაგუაიერი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს, Talk sport-მა იმ რამდენიმე ფეხბურთელის ვინაობაც გამოაქვეყნა, ვინც სავარაუდოდ შემადგენლობაში მოხვდება:

ტომას ტუხელი ჩელსის ფეხბურთელის ლევი კოლვილის გამოძახებას გეგმავს, ასევე თითქმის გარანტირებულია ეზრი კონსასა და მარკ გეჰის განცხადში მოხვედრის ამბავი.

talkSPORT-ის ცნობით კობი მეინუმ ნაკრებში იუნაიტედში შთამბეჭდავი თამაშის შემდეგ ადგილი დაიმსახურა. მეკარეები იქნებიან ჯორდან პიკფორდი, დინ ჰენდერსონი და ჯეიმს ტრაფორდი. ინგლისის ნაკრებში სავარაუდოდ იქნებიან ენტონი გორდონიც და მორგან როჯერსიც.

ინგლისის ნაკრები L ჯგუფშია და მისი მეტოქეები იქნებიან ხორვატიის, პანამის და განის ნაკრები გუნდები.

ტომას ტუხელი კი მსოფლიო ჩემპიონატის საბოლოო 26-კაციან განაცხადს ხვალ დილით გამოაცხადებს.

მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარე წლის ივნისში დაიწყება და ჩრდილოეთ ამერიკის სამ ქვეყანაში – აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში ჩატარდება. ტურნირი 11 ივნისს დაიწყება და 19 ივლისს დასრულდება.