Belive

შევჩენკო: "ინფანტინოს დაველაპარაკები - რუსები ფეხბურთში არ უნდა დაბრუნდნენ"

17 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის (UAF) პრეზიდენტმა, ანდრეი შევჩენკომ, კომენტარი გააკეთა ჯანი ინფანტინოს განცხადებაზე - ფიფას პრეზიდენტმა, რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ რუსეთს აკრძალვა უნდა მოეხსნას: „აკრძალვამ ვერაფერი მოიტანა - მან მხოლოდ მეტი იმედგაცრუება და სიძულვილი შექმნა“.

მინდა შევეხო კვირის მთავარ ამბავს, რომელმაც ყველა აღაშფოთა და ყველას აწუხებს. ეს ეხება ფიფას პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს ინტერვიუს რუსების ფეხბურთში შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით.

სანამ კონფლიქტი გრძელდება, ჩვენ კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით რუსების ფეხბურთში დაბრუნებას.

მე ვგეგმავ ჯანი ინფანტინოსთან შეხვედრას, რათა კიდევ ერთხელ ნათლად მივაწოდო ინფორმაცია უკრაინაში კონფლიქტისა და ჩვენი პოზიციის შესახებ. სხვადასხვა ასოციაციიდან კოლეგები მხარს გვიჭერენ. სანამ ეს მხარდაჭერა გაგრძელდება, რუსების შეჯიბრებებში დაბრუნება არ განიხილება. - განაცხადა ანდრეი შევჩენკომ

შეგახსენებთ, რომ რუსეთ/უკრაინის ომის დაწყების დღიდან, რუსულ საფეხბურთო კლუბებსა და ნაკრებს, აეკრძალათ ფიფასა და უეფას ტურნირებში მონაწილეობა. ეს აკრძალვები მხოლოდ ფეხბურთში არ დაწყებულა - რუსი სპორტსმენები, თითქმის ყველა სპორტულ ღონისძიებაში, ნეიტრალური დროშით გამოდიოდნენ.