Belive

შეთანხმება მიღწეულია | მადრიდის რეალი ახალ ტრანსფერთან ახლოსაა

3 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის რეალმა, ახალგაზრდა განელი მცველის, ოსკარ ნასის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწია. როგორც ცნობილია, ეს ტრანსფერი უახლოეს საათებში უნდა გაოფიციალურდეს. 21 წლის ფეხბურთელი, გრანადადან, "სამეფო კლუბში", 2 მილიონი ევროს სანასცვლოდ გადავა. ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ნასის დამატებით ბუნდესლიგაშიც ინტერესდებოდნენ, მაგრამ ფეხბურთელმა მადრიდულ გრანდს მიაშურა. ახალგაზრდა ფეხბურთელმა უკვე სამედიცინო შემოწმებაც გაიარა. ნასი რეალის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, რიგით მეშვიდე შენაძენი გახდება.

ამ ტრანსფერთან დაკავშირებით, ფაბრიციო რომანომაც ისაუბრა. ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტის ინფორმაციით, განელი ფეხბურთელი, თავდაპირველად, "ბლანკოსის" სარეზერვო გუნდის ღირსებას დაიცავს.

შეთნახმება ორ მილიონ ევროდ შედგა. ფეხბურთელი გრანადადან გადმოვა. ნასი პერსპექტიულ ახალგაზრდა ფეხბურთელად მიიჩნევა და თავდაპირველად, რეალის სარეზერვო გუნდს, კასტილიას შეუერთდება. - ფაბრიციო რომანო

სხვა სტატიები