რუნი: "პრემიერ ლიგის საუკეთესო გოლი სხვას გავატანინე - მე არ გამიტანია"
უეინ რუნიმ განაცხადა, რომ პრემიერ ლიგის ისტორიაში საუკეთესო გოლში მონაწილეობა მიიღო - თუმცა ეს მისი პირადი გოლი არ ყოფილა. რუნიმ ინგლისის უმაღლეს დივიზიონში, მანჩესტერ იუნაიტედისა და ევერტონის რიგებში გატარებული 16 სეზონის განმავლობაში, 208 გოლი გაიტანა, თუმცა მიაჩნია, რომ ყველაზე ლამაზი გოლი „წითელ ეშმაკებში“ მისმა თანაგუნდელმა გაიატანა.
რუნიმ რობინ ვან პერსის მიერ ასტონ ვილას კარში გატანილ გოლს პრემიერ ლიგის ისტორიაში საუკეთესო გოლი უწოდა. ნიდრლანდელმა წარმოუდგენელი სილამაზის გოლი შექმნა („ოლდ ტრაფორდზე“ 3:0 მოგებულ მატჩში), იმ სეზონში, 2013 წელს, მანჩესტერი ბოლოჯერ გახდა ჩემპიონი.
ვფიქრობ, ჩემთვის ეს პრემიერ ლიგის ისტორიაში საუკეთესო გოლია. ვარჯიშზე ვიმუშავეთ, რადგან ვფიქრობდით, რომ მათი ცენტრალური მცველები ყველაზე სწრაფები არ იყვნენ. მე ნახევარდაცვის სიღრმიდან ვთამაშობდი, ამიტომ რობინს ვუთხარი, როგორც კი შანსი მოგეცემა გაიქეცი და დაგინახავ.
ალბათ საუკეთესო პასი გავაკეთე, რაც კი გამიკეთებია, ეს მისთვის იდეალური იყო. მას არ დასჭირვებია აჩქარების შეწყვეტა და მისი დარტყმა წარმოუდგენელი იყო. - განაცხადა უეინ რუნიმ
შეგახსენებთ, რომ უამრავი ადამიანი, პრემიერ ლიგის ისტორიაში გატანილ საუკეთესო გოლად სწორედ რუნის გოლს ასახელებს. 2011 წლის დერბიში, მანჩესტერ იუნაიტედმა საკუთარ მოედანზე მანჩესტერ სიტი 2:1 დაამარცხა, სწორედ იმ შეხვედრაში გაიტანა რუნიმ გამარჯვების გოლი, რომელიც ფეხბურთის ყველა გულშემატკივარს უნახავას.