"როცა ბურთი ჰქონდა ყოველთვის არასწორ გადაწყვეტილებას იღებდა" - იბრაჰიმოვიჩი მადუეკეზე
1 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ნონი მადუეკე ნორვეგიასთან მატჩში უმოქმედობისა და არასწორი გადაწყვეტილებების გამო მკაცრად გააკრიტიკა. შვედმა ვარსკვლავმა თავისი სარკასტული სტილით აღნიშნა, რომ ინგლისი მოედანზე კაცნაკლული თამაშობდა, ხოლო სტადიონის თავზე გაბმულ კამერის კაბელსაც კი მადუეკეზე უკეთესი პერფორმანსი ჰქონდა.
მე ვფიქრობ, რომ პირველ ტაიმში, როცა მადუეკე მოედანზე იყო ინგლისი ერთი ფეხბურთელით ნაკლები თამაშობდა. უნდა ვთქვა, რომ ყოველ ჯერზე, როცა ის ბურთს იღებს, არასწორ გადაწყვეტილებას იღებდა და მოედანზე უბრალოდ დასეირნობდა.
წყლის შესვენებამაც კი ვერ უშველა. თუ იმ საკამათო მომენტში ბურთი კაბელს შეეხო, მაშინ კაბელს ბევრად უკეთესად უთამაშია ვიდრე მადუეკეს. - განაცხადა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა
Safe to say Zlatan Ibrahimović isn't rushing to join the Noni Madueke fan club any time soon. pic.twitter.com/3nT8nGU7Di
— FootballFunnys (@FootballFunnnys) July 13, 2026
შეგახსენებთ, რომ ინგლისის ნაკრებმა ნორვეგია დაამარცხა და 1/2-ფინალში გავიდა. ფინალში გასასვლელად "სამ ლომს" მოქმედი ჩემპიონი არგენტინის დამარცხება მოუწევს. ეს მატჩი 15 ივლისს 23:00 საათზე გაიმართება.