რონალდუმ ბოიკოტი შეწყვიტა და სათამაშოდ მზადაა
რამდენიმედღიანი გაურკვევლობისა და გამოტოვებული მატჩების შემდეგ, პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ გადაწყვიტა, შეეწყვიტოს ხანმოკლე ბოიკოტი და მოედანზე დაბრუნდეს.
წყაროებმა დაადასტურეს, რომ რონალდუ იქნება ალ ნასრისა და ალ ფატეჰის მომავალ მატჩში (14 თებერვალს). მისი დაბრუნება არა მხოლოდ აძლიერებს გუნდს მოედანზე, არამედ მიანიშნებს, რომ კულისებში არსებული ძირითადი საკითხები საბოლოოდ მოგვარდა.
რონალდუმ ბოლო 2 თამაში გამოტოვა - 41 წლის ფეხბურთელი უკმაყოფილო იყო საუდის არაბეთის საჯარო საინვესტიციო ფონდის როლით კლუბის საქმეებში, განსაკუთრებით სატრანსფერო ფანჯრის დროს. სიტუაცია უფრო გამწვავდა, როდესაც მეტოქე ალ ჰილალმა, რომელსაც ასევე დიდი მხარდაჭერა ჰქონდა ფონდის მიერ, კარიმ ბენზემა დაიმატა.
მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელს საკითხი საჯაროდ არასდროს გაუხმაურებია, გაირკვა, რომ უთანხმოება კლუბის შიგნით ფინანსურ და ადმინისტრაციულ საკითხებს ეხებოდა.
Al Nassr expect Cristiano Ronaldo to return after two-game absence.#CapitalFMSport https://t.co/SVM3x3laPI
— Capital FM Kenya (@CapitalFMKenya) February 10, 2026