როგორ გამოვლინდება 2026 წლის ოქროს ბურთის გამარჯვებული? | Ballon d'Or-ის დეტალური მიმოხილვა
ოქროს ბურთის რიგით 70-ე დაჯილდოებამდე 1 თვეზე ნაკლები დარჩა, უფრო ზუსტად ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდოს დაჯილდოების ცერემონია 26 ოქტომბერს ლონდონში გაიმართება. აღნიშნული მოვლენის მოახლოებასთან ერთად გულშემატკივრებში ჩნდება კითხვა თუ ვინ არიან ჟიურის წევრები, რომლებსაც ნომინანტებს შორის არჩევანის გაკეთება ევალებათ და ზუსტად როგორ მუშაობს ქულების დათვლის სისტემა...
გთავაზობთ წესებისა და კენჭისყრის პროცესების დეტალურ მიმოხილვას:
აღნიშნული პერიოდი მოიცავს დროის მონაკვეთს 2025 წლის 3 აგვისტოდან 2026 წლის 19 ივლისამდე - მთლიან სეზონსა და უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ტურნირებს: მამაკაცთა შორის - მსოფლიო ჩემპიონატსა და აფრიკის ერთა თასს, ქალთა შორის - აზიის თასსა და ერთა ლიგის ფინალურ ეტაპს. ქალთა აფრიკის ერთა თასი, რომელიც 16 აგვისტოს დასრულდა, მიმდინარე სეზონის ანგარიშში შედის.
ძირითადი ჟიურის შემადგენლობა:
ოქროს ბურთს გასცემს ჟურნალისტ-სპეციალისტებისგან შემდგარი საერთაშორისო ჟიური, რომელშიც თითოეულ ქვეყანას თითო წარმომადგენელი ჰყავს. მამაკაცთა ჟიური დაკომპლექტებულია ფიფას რეიტინგის საუკეთესო ასეულში შემავალი ქვეყნების წარმომადგენლებით, ხოლო ქალთა ჟიური - საუკეთესო ორმოცდაათეულში მყოფი ქვეყნების წარმომადგენლებით. მხედველობაში მიიღება 2026 წლის 8 სექტემბრის რეიტინგი - თარიღი, როდესაც ნომინანტთა სიები გამოქვეყნდა.
მამაკაცთა და ქალთა ოქროს ბურთი:
ჟიურის თითოეული წევრი 30 ნომინანტს შორის ათ ფეხბურთელს არჩევს და მათ რეიტინგულად ანაწილებს. შერჩეული ათეული შესაბამისად იღებს 15, 12, 10, 8, 7, 5, 4, 3, 2 და 1 ქულას.
ჯილდო გადაეცემა იმ კანდიდატს, რომელიც ქულების ჯამში საუკეთესო შედეგს აჩვენებს.
ხმის მიცემისას ჟიურის წევრებმა უნდა გაითვალისწინონ "France Football"-ის მიერ დადგენილი წესები", ასეთი კი სამი კრიტერიუმია მნიშვნელობის მიხედვით.
ჩვენი სპეციალისტები საუკეთესო ათეულების სიას ადგენენ შემდეგი კრიტერიუმების საფუძველზე, რომელთა მნიშვნელობის თანმიმდევრობაც განსაზღვრულია ჯილდოს რეგლამენტის მე-4 მუხლში:
ინდივიდუალური თამაში - გადამწყვეტი და შთამბეჭდავი.
გუნდური შედეგები და მიღწევები (ტიტულები).
მაღალი კლასი და „ფეარ-პლეი“ (სამართლიანობის პრინციპი).
LO QUE TODO EL MUNDO SE PREGUNTA 🌕 ¿Cuál es el criterio MÁS IMPORTANTE para decidir al ganador del Ballon d'Or 2026? 🤔 Aquí está la respuesta oficial ➡️ https://t.co/za3exGzGYU #ballondor https://t.co/AjFR0hnfOE
— Ballon d'Or (@ballondor) October 4, 2026