როდრი ბარსელონაში სადებიუტო თამაშისთვის ემზადება
ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა ბილბაოსთან მატჩის წინ, გუნდის განაცხადი დაასახელა. შემადგენლობაში პირველად მოხვდა როდრი, რომელიც დღეს, ახალი გუნდის მაისურით, პირველ ოფიციალურ შეხვედრას გამართავს.
გერმანელმა მწვრთნელმა, როდრიზე საუბრისაას, აღნიშნა, რომ ის გუნდის ლიდერია და ნახევარდაცვაში, პედრისთან ერთად, ბურთს უკეთ გააკონტროლებს. "როდრი ერთ-ერთი საუკეთესოა. მოუთმენლად ველოდები მისი და პედრის ერთად თამაშს." - აღნიშნა ფლიკმა.
გარდა ამისა, ბარსელონასთვის, მნიშვნელოვანი დანაკლისია გავის არ ყოფნა, რომელმაც პირველ შეხვედრაში, ელჩეს წინააღმდეგ, მუხლი დაიზიანა და ტრამვის გამო, განაცხადში ვერ მოხვდა. ჯერჯერობით, უცნობია, თუ რამდენი ხანი ვერ დაეხმარება ესპანელი ფეხბურთელი საკუთრ გუნდს. ბარსელონასა და ბილბაოს ატლეტიკის შეხვედრა დღეს 23:00 - ზე დაიწყება.
🚨🚨 Flick: "RODRI WILL PLAY TOMORROW." pic.twitter.com/KvKyRAtXRv
— Barça Universal (@BarcaUniversal) August 26, 2026