Belive

რეალმა გამოსავალს მიაგნო: გუნდი პორტუგალიელი ლეგენდის დაბრუნებას გეგმავს

10 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

მადრიდის "რეალისთვის" 2024/25 წლების სეზონი ტრავმებით დატვირთული გამოდის. პრაქტიკულად სეზონის სტარტიდან, გუნდს ოპტიმალური შემადგენლობით შეკრების შესაძლებლობა არ ჰქონია, ახლა კი ტრავმის მიზეზით, "რეალს" დაცვის ხაზის თითქმის ყველა წამყვანი ფეხბურთელი ვერ ეხმარება.

ამ მომენტისთვის ჩემპიონთა ლიგის ყველაზე ტიტულოვან გუნდს ტრავმირებულთა რიცხვში 3 ცენტრალური მცველი, ანტონიო რუდიგერი, ედერ მილიატო და დავიდ ალაბა ჰყავს. ასეთ დროს, გუნდი გამოსავლის მოძებნაზე ფიქრობს და როგორც ევროპული მედია ავრცელებს ინფორმაციას, ამ მიზნის მისაღწევად, ფლორენტინო პერესის გუნდმა კეპლერ პეპეს დაბრუნება გადაწყვიტა.

41 წლის პორტუგალიელმა საფეხბურთო კარიერა 2024 წლის ზაფხულში, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ დაასრულა, მაგრამ "რეალის" ინტერესის შემთხვევაში, შესაძლებელია განახლება გადაწყვიტოს.

Gol Digital-ის ცნობით, მადრიდული გრანდი პორტუგალიელ ვეტერანს მოკლევადიან კონტრაქტს შესთავაზებს.

კეპლერ პეპემ პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა "მარიტიმუში" დაიწყო, შემდეგ კი "პორტუში" გადაბარგდა, საიდანაც 2007 წელს მადრიდის "რეალში" მოხვდა და 2017 წლამდე ითამაშა. "რეალის" შემადგენლობაში, უამრავ ტიტულთან ერთად, პეპემ სამჯერ უეფას ჩემპიონთა ლიგის, ერთხელ ევროპის სუპერ თასის და ორჯერ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მოგება შეძლო. პორტუგალიის ნაკრებთან ერთად, პეპემ 2016 წლის ევროპის ჩემპიონატი და 2019 წელს უეფას ერთა ლიგა მოიგო.