Belive

რამაზ სვანაძე: "ჯგუფის მოგება თუ გვინდა, უნგრეთს უნდა მოვუგოთ"

4 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ერთა ლიგის B დივიზიონის მეორე ჯგუფში, გუნდები მესამე ტურის მატჩებისთვის ემზადებიან. უნგრეთი საქართველოს ნაკრებს უმასპინძლებს, ხოლო უკრაინა - ჩრდილოეთ ირლანდიას.

ამ ეტაპზე, უნგრეთსა და საქართველოს თანაბარი, თითო ქულა აქვთ და მესამე/მეოთხე ადგილებზე არიან. ჩვენი ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელისთვის, რამაზ სვანაძისთვის, ეს მეორე მატჩია ამ პოსტზე და პირველი გასვლაზე.

ის უნდა აღვნიშნო, ნებისმიერი ფეხბურთელი, რომელიც მოედნიდან გადის გულდაწყვეტილია და ეს კარგი ემოციაა, რომელიც ფეხბურთელს უნდა ჰქონდეს. გუნდში ახლა მშვენიერი განწყობაა.

ბუდუ იქნება თუ ნებისმიერი ფეხბურთელი, მაგალითად ეგოიანი, მათ უთამაშებლობაზე კითხვები იყო - არის საკითხები რომლებზეც არ ვსაუბრობთ, არის მიკროტრავმებიც. 4 თამაშია და ნებისმიერი ფეხბურთელი მზად უნდა იყოს.

უნგრეთის მიმართ მხოლოდ პატივისცემა მაქვს. ძალიან კარგი გუნდია. უპირატესობა აქვთ, სახლში თამაშობენ, შეთამაშების მხრივ პრობლემა არ აქვთ. როგორც მათ, ასევე ჩვენ, ჯგუფის მოგება თუ გვინდა, ხვალინდელი თამაში უნდა მოვიგოთ.

საკმაოდ თანაბარი ჯგუფია. ამაზე ციფრებიც მეტყველებს. ნებისმიერი ტური გადამწყვეტია და ყველაფერს დეტალები წყვეტს. გუნდებს შორის თამაშის დროს ეს დეტალები თამაშის ბედს განსაზღვრავს. გვინდა ყველა დეტალი გათვალისწინებული იყოს.

დიდ დისტანციაზე როტაცია ყოველთვი საჭიროა. არის ფაქტორები, რომლებიც ასე ღიად არ ჩანს, ღიად არ ვსაუბრობთ, გვაქვს პატარ-პატარა პრობლემები. ვიმედოვნებ, ეს დროის გასვლასთან ერთად მოგვარდება. ცვლილებები ფეხბურთელების ფიზიკურ მდგომარეობაზე იქნება დამოკიდეებული და იმაზე ვის ვეთამაშებით.

თუ თერმეტმეტრიანი დაინიშნა ჩვენ სასარგებლოდ, გავიგებთ ვინ დაარტყამს მაშინ, როცა ფეხბურთელი ბურთთან მივა. არ მაქვს საფუძველი შევცვალო პენალტისტები - ვინც აქამდე ურტყამდა.

ჩემთვის პირველი გასვლითი თამაშია, მაგრამ არაფერს ცვლის. ყველაფერს თავისი პლუსი და მინუსი აქვს. მთავარია გუნდმა იცოდეს მოედანზე რა უნდა გააკეთოს. რთულ თამაშს ველოდებით.

რაც შეეხება ბუდუს და ბერიაშვილს. ხვალ გამოჩნდება და შემდეგ თამაშზე რამდენად დაიტვირთებიან. ჩვენ ყველა ფეხბურთლი გვჭირდება. ბერიაშვილი უნგრეთში თამაშობს, ბუდუ თამაშობდა, მაგრამ ჩემთვის მთავარი კონკურენციაა და ვინ მჭირდება კონკრეტულ თამაშში. ყველაფერი მოედანზე გამოჩნდება. - განაცხადა რამაზ სვანაძემ

უნგრეთსა და საქართველოს შორის მატჩი 2 ოქტომბერს, "პუშკაშ არენაზე", 22:45 საათზე დაიწყება. ორივე გუნდი ჯგუფში პირველი გამარჯვების მოპოვებას შეეცდება.

სხვა სტატიები