Belive

პსჟ გაგიჟებულია - ნუნუ მენდეშს შეიძლება სერიოზული პრობლემები შეექმნას

13 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

პარი სენ-ჟერმენი, ლანსთან მატჩში, ნუნუ მენდეშის წითელი ბარათის მიღების შემდეგ, მსაჯის ოფიციალურ მოხსენებაში დაფიქსირებული ჩანაწერით გაოცებულია. პარიზული კლუბი შიშობს, რომ მთავარი არბიტრის, ჟერემი პინიარის მიერ გამოყენებული კონკრეტული ფორმულირების გამო, პორტუგალიელი მცველი შესაძლოა, ხანგრძლივი დისკვალიფიკაციით დაისაჯოს.

პსჟ, ლანსთან, საფრანგეთის სუპერ თასის ფინალში 1:0 დამარცხდა. ნუნუ მენდეშმა, შეხვედრის 86-ე წუთზე, პოლონელი შემტევის, მიხალ სკურასის წინააღმდეგ უხეშად ითამაშა, რის გამოც, შეხვედრის მთავარმა არბიტრმა, ის მოედნიდან პირდაპირ წითელი ბარათით გააძევა.

დავის მთავარი საგანი, ჯერემი პინიარის მიერ წარდგენილი ოფიციალური მატჩის ანგარიში გახდა, რომელშიც მან ნუნუ მენდეშის ქმედება "ძალადობრივ დარტყმად" შეაფასა. ეს ტერმინოლოგია სერიოზული დარღვევის აღსაწერად გამოიყენება. პსჟ-ში კი, მთავარი არბიტრის ამგვარი ფორმულირება უკიდურეს სიმკაცრედ მიაჩნიათ.

პინიარის მოხსენებაში გამოყენებულ კონკრეტულ ფორმულირებას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან მან შესაძლოა, ფეხბურთელისთვის დაკისრებული სასჯელის სიმკაცრეზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს. ახლა ჯერი ოფიციალურ სადისციპლინო კომისიაზეა, რომელიც მომხდარ ამბავს განიხილავს.

თუ კომისია, მსაჯის მიერ გამოყენებულ ფორმულირებას მკაცრად განმარტავს, პორტუგალიელს, შესაძლოა ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია დაემუქროს. მიმდინარე სეზონში, მენდეშს, მხოლოდ და მხოლოდ ორი მატჩი აქვს ჩატარებული. უეფას სუპერ თასი, ასტონ ვილას, ხოლო საფრანგეთის სუპერ თასი, ლანსის წინააღმდეგ. ახლა ყველაფერი კომისიის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. შეიძლება მენდეში მოედანს მალე დაუბრუნდეს, ან მისი ხილვა კიდევ დიდი ხნის განმავლობაში ვერ შევძლოთ.

სხვა სტატიები