პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაცია რონალდუსთან შერიგებას ცდილობს
პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაცია კრიშტიანუ რონალდუს გარშემო ატეხილი ხმაურის ჩაცხრობას და ვითარების დალაგებას ცდილობს. ნაკრების კაპიტნის მიერ შეკრების მოულოდნელად დატოვებას ქვეყანაში დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა.
როგორც Marca იუწყება, ფედერაციის ხელმძღვანელები მომავალ კვირაში რონალდუსთან შეხვედრას გეგმავენ. საუბარს მთავარი მწვრთნელი ჟორჟე ჟესუსიც დაესწრება.
ფედერაციას სურს, მხარეებს შორის გაჩენილი ბზარი როგორმე ამოავსოს. მათთვის მთავარია, ეს გაუგებრობა რონალდუს სანაკრებო კარიერის წერტილად არ იქცეს და ფეხბურთელს გუნდში კარიერის გაგრძელების შანსი დარჩეს. პორტუგალიაში მიიჩნევენ, რომ ეროვნული გუნდის უდიდესი ლეგენდა ასეთ წასვლას არ იმსახურებს.
🚨💣 BREAKING: PORTUGAL FEDERATION SEEKS CRISTIANO RONALDO MEETING!
— Pitch Wire (@wire_pitch) October 2, 2026
🇵🇹 The Portuguese Football Federation is seeking to hold a meeting with Cristiano Ronaldo next week, with the player’s approval, in an attempt to bring all parties closer together, including Jorge Jesus.… pic.twitter.com/0AgPbjrBgT
იმ ფაქტმა, რომ დანიასთან მატჩში რონალდუს 7-ნომრიანი მაისურით მოედანზე რაფაელ ლეაო გამოვიდა, ეჭვები კიდევ უფრო გააღრმავა, ბევრმა ჩათვალა, რომ ფედერაციამ ვარსკვლავს ზურგი აქცია. თუმცა, Marca-ს ცნობით, რეალობა სულ სხვაა. 7 ნომრის ლეაოსთვის გადაცემაც უბრალო ფორმალობა იყო: უეფას რეგლამენტით, განაცხადში მყოფ ფეხბურთელებს 1-დან 23-მდე ნომრები უწყვეტად უნდა ჰქონდეთ გადანაწილებული.
ასე რომ, პორტუგალიელები კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებას ცდილობენ, პარალელურად კი ერთა ლიგის მორიგი ტურისთვის ემზადებიან, სადაც კვირას ნორვეგიას დაუპირისპირდებიან.