პირველი მატჩი ძირითადში | რა შეფასება დაიმსახურა გიორგი ჩაკვეტაძემ ტორინოს წინააღმდეგ?
1 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
იტალიის სერია A-ს მე-6 ტურში ტორინომ უდინეზეს უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.
სტუმართა ძირითად შემადგენლობაში ითამაშა გიორგი ჩაკვეტაძემ, რომელმაც მოედანზე 90 წუთი გაატარა.
სხვადასხვა ვებგვერდმა ქართველი შემტევის თამაში ასე შეაფასა:
Sofascore - 7,2
Whoscored - 6,7
Flashscore - 7
გიორგიმ, რომელიც ბურთს სულ 79-ჯერ შეეხო, კარისკენ 3-ჯერ დაარტყა, 64-დან 60 ზუსტი გადაცემა შეასრულა (94%) და 9-დან 3 დუელი მოიგო.
უდინეზე 4 ქულით სატურნირო ცხრილის მე-15 პოზიციაზეა. ჩაკვეტაძის გუნდი მომავალ შეხვედრას კვირას, 18 ოქტომბერს, ლეჩეს წინააღმდეგ გამართავს.