Belive

პერესს რეალის გაძლიერება სურს - მან 2 ნახევარმცველისთვის 250 მილიონი გამოყო

12 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ცნობილი და გავლენიანი ესპანური გამოცემის "Marca"-ს ცნობით, ფლორენტინო პერესი რეალის ნახევარდაცვაში სრული რევოლუციის მოხდენას გეგმავს.

პერესის მრჩეველები პრეზიდენტს უხსნიან, რომ ნახევარდაცვის სიმყარის და დაბალანსებული ფეხბურთის გარეშე შეუძლებელია იმ დონის ჩვენება, რაც წარმატებას მოიტანს. არსებული ინფორმაციით, მადრიდული გრანდი, 2026 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ნახევარმცველებში 250 მილიონი ევროს დახარჯვას გეგმავს.

პერესს კი სურს, რომ მოიყვანოს 2 ტოპ კლასის ნახევარმცველი, რომელიც გუნდს არამხოლოდ ბალანსს შესძენს, არამედ შემტევებსაც გაუხსნის გზას მრავალფეროვანი და ეფექტური ფეხბურთისკენ, რასაც მიმდინარე სეზონში უჩივიან.

ამის პარალელურად კი ცნობილი ხდება, რომ გუნდს რამდენიმე ნახევარმცველთნ გამომშვიდობება მოუწევს, ერთ-ერთი კი დანი სებალიოსია, რომელიც კლუბის დატოვებას 2025 წლის ზაფხულშიც აპირებდა, თუმცა კლუბმა მისი შენარჩუნება შეძლო.

ჯერჯერობით დადასტურებული ინფორმაცია არ არის, თუმცა "Marca"-ს სტატიაში ვკითხულობთ, რომ რეალი უკვე დიდი ხანია მოლაპარაკებებს აწარმოებს და შემდეგ ფეხბურთელებზე ნადირობს:

  • ადამ უორტონი (კრისტალ პალასი)

  • ალექსის მაკ ალისტერი (ლივერპული)

  • დეკლან რაისი (არსენალი)

  • პსჟ-ს ნახევარდაცვა - ფაბიან რუისი, ჟოაო ნევეში და ვიტინია.

  • ენცო ფერნანდესი (ჩელსი).

სხვა სტატიები