პაუ კუბარსი: "იამალი მსოფლიოში საუკეთესოა"
ბარსელონას ახალგაზრდა ვარსკვლავმა, პაუ კუბარსმა თანაგუნდელ ლამინ იამალს, მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი უწოდა და განაცხადა, რომ ახალგაზრდა ტალანტი ოქროს ბურთს სრულად იმსახურებს. გალათასარაისთან მატჩის წინა პრესკონფერენციაზე, 19 წლის მცველმა, იმალაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთელმა საფეხბურთო სამყარომ კარგად იცის, თუ რამდენად გამორჩეული მოთამაშეა ბარსელონას ახალგაზრდა გარემარბი.
უკვე ყველამ იცის, რომ ის მსოფლიოში საუკეთესოა. იამალი ოქროს ბურთს იმსახურებს. მსოფლიო ჩემპიონატისა და მთელი სეზონის გათვალისწინებით, შეიძლება მეც ვიყო პრეტენდენტთა შორის, მაგრამ ყველაფერს უფრო მშვიდად ვუდგები, როდესაც მის მიმართ მედიის ყურადღება უფრო მაღალია. - პაუ კუბარსი
ესპანელი მცველის განცხადებები კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ახალგაზრდა გარემარბის საოცარ პროგრესს. იამალი ფლიკის გუნდის ერთ-ერთ მთავარ სახედ იქცა იმ პერიოდში, როდესაც ბარსელონა როგორც ესპანეთის ჩემპიონატში, ისე ევროპულ ტურნირებზე, წარმატებულად ასპარეზობს. დღეს კატალონიელები, ჩემპიონთა ლიგაზე, გალათასარაის დაუპირისპირდებიან. ბოლო მონაცემებით, კუბარსიცა და იამალიც, ამ მატჩს ძირითად შემადგენლობაში დაიწყებენ.
🚨🚨🌕 CUBARSÍ : « LAMINE YAMAL EST LE MEILLEUR JOUEUR DU MONDE ET MÉRITE LE BALLON D’OR »
— Més Blaugrana (@MesBlaugrana) October 12, 2026
🗣️ Pau Cubarsí : « Tout le monde sait que Lamine Yamal est le meilleur joueur du monde et qu’il mérite le Ballon d’Or, bien évidemment. Les gens le voient sur le terrain, à travers ce…