პარიზის მწვრთნელი: "ყველაზე მეტად პარი სენ-ჟერმენის მეშინია"
12 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საფრანგეთის ლიგა 1-ის ბოლო ტურში, პარიზი საკუთარ მოედანზე პარი სენ-ჟერმენს მიიღებს. ამ ორი გუნდისთვის უკვე ყველაფერი გადაწყვეტილია: პარიზი მე-11 ადგილს ვერ დაკარგავს, ხოლო პსჟ უკვე ჩემპიონია. პარიზის მწვრთნელმა, ანტოან კომბოამ, რომელიც მანამდე პსჟ-ში თამაშობდა და წვრთნიდა კიდეც, უძლიერეს მეტოქეზე ისაუბრა.
მე პარიზის მწვრთნელი ვარ - მატჩამდე და მატჩის შემდეგ პსჟ-ს გულშემატკივარი, მაგრამ თამაშის დროს მხოლოდ ერთი სურვილი მექნება: გამარჯვება. მოედანზე პსჟ-სგან საჩუქრების გაკეთებას არ ველოდები და არც ჩვენ უნდა ვაჩუქოთ რამე.
გაგვიმართლა, რომ ამ მატჩს შედარებით მცირე ფსონებით ვთამაშობთ, რადგან ლიგაში ჩვენი ადგილი უკვე დაცული გვაქვს (პარიზი მე-11 ადგილზეა) და ჩემპიონებთან თამაშის შანსი გვაქვს. არ მინდა, რომ დავმარცხდეთ. არ ვამბობ, რომ მოვიგებთ, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ მოსაგებად.
პსჟ არის გუნდი, რომლისაც ყველაზე მეტად მეშინია, ვფიქრობ, ისინი არსენალს 2:1-ს მოუგებენ. - განაცხადა ანტოან კომბოამ
🎙️🇫🇷 Antoine Kombouaré (Paris FC) voit le PSG remporter la Ligue des Champions :
— Le Meilleur du PSG (@LMDPSG) May 15, 2026
« 2-1 pour le PSG ! Mais j’ai peur, c’est vraiment l’équipe qui me fait le plus peur (Arsenal). »
📽️ @MacSpace__ pic.twitter.com/79we5rVHP6
პარიზისა და პსჟ-ს მატჩი 17 მაისს გაიმართება. საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ პსჟ-ს უფლება არ მისცა, რომ საჩემპიონო ზეიმი მეზობელი გუნდის სტადიონზე მოეწყოთ, ამიტომ მათ საჩემპიონო თასი ამ თამაშის შემდეგ არ გადაეცემათ.