პაოკის გულშემატკივრებმა, ავარიაში დაღუპულ ქომაგებს პატივი მიაგეს | VIDEO
1 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
გუშინ, საბერძნეთის სუპერლიგის მე-19 ტურში პაოკმა პანსერაიკოსი 4:1 დაამარცხა.
მატჩის 27-ე წუთზე თამაში ცოტა ხნით შეწყდა, შეხვედრის შეჩერების მიზეზი პაოკის 7 გულშემატკივრის გარდაცვალება იყო, ამით ტრიბუნებზე მყოფმა გულშემატკივრებმა მათ მიმართ პატივისცემა გამოხატეს. 27 წუთი სიმბოლურად იმიტომ აირჩა, რომ ტრაგედია 27 იანვარს მოხდა.
შეგახსენებთ, რომ გასული თვის მიწურულს პაოკის 7 გულშემატკივარი საფრანგეთში ლიონისა და პაოკის მატჩზე მიემგზავრებოდა, რა დროსაც რუმინეთში ავტოკატასტროფა მოხდა, აღნიშნულ შემთხვევას კი მათი სიცოცხლე ემსხვერპლა.