ოფიციალურად: სეზონის ბოლოს რობერტ ლევანდოვსკი ბარსელონას დატოვებს
17 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ოფიციალურად: სეზონის ბოლოს რობერტ ლევანდოვსკი ბარსელონას დატოვებს, ამის შესახებ გადაწყვეტილება თავად 37 წლის პოლონელმა ფეხბურთელმა მიიღო. ლევანდოვსკიმ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.
ოთხი წლის შემდეგ, სხვადასხვა გამოწვევებისა და შრომისმოყვარეობით, დროა წინ წავიდე. მივდივარ იმ განცდით, რომ მისია დასრულებულია. 4 სეზონი, 3 ჩემპიონობა.
არასდროს დამავიწყდება ის სიყვარული, რომელიც გულშემატკივრებისგან პირველივე დღეებიდან მივიღე. კატალონია ჩემი საყვარელი ადგილია დედამიწაზე.
მადლობა ყველას, ვისაც ამ მშვენიერი ოთხი წლის განმავლობაში შევხვდი.
განსაკუთრებული მადლობა პრეზიდენტ ლაპორტას, რომელმაც მომცა შანსი, ჩემი კარიერის ყველაზე წარმოუდგენელ პერიოდში მეცხოვრა.
ბარსა დაბრუნდა იქ, სადაც მისი ადგილია.
ვისკა ბარსა. ვისკა კატალონია - რობერტ ლევანდოვსკის განცხადება
შეგახსენებთ, რომ რობერტ ლევანდოვსკი ბაიერნიდან ბარსელონაში 2022 წელს გადავიდა, ამ ხნის განმავლობაში მან კატალონიურ კლუბთან ერთად 191 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 119 გოლი, 24 საგოლე გადაცემა მიითვალა.
ბარსელონაში პოლონელმა ფეხბურთელმა 3-ჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი, ერთხელ ესპანეთის თასი, 3-ჯერ კი ესპანეთის სუპერთასი.