ოფიციალურად: სავინიო ტოტენჰემის ფეხბურთელია
1 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ოფიციალურად, სავინიო ტოტენჰემის ფეხბურთელია. 22 წლის შემტევი მანჩესტერ სიტიდან ლონდონურ კლუბში თითქმის 100 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა, უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ გავრცელებული ინფორმაციით ტოტენჰემმა მის სანაცვლოდ 87.5 მილიონი ევრო გადაიხადა + 11.5 მილიონი ევრო ბონუსების სახით.
გაოფიციალურების შემდეგ თავად სავინიომ კომენტარი გააკეთა:
ტრანსფერის დახურვას გარკვეული დრო დასჭირდა, მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ აქ ყოფნით.
შესანიშნავი შესაძლებლობა იქნება ბრწყინვალე კლუბში, მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მენეჯერთან ერთად.
როგორც კი მთავარ მწვრთნელს ვესაუბრე, მივხვდი, რომ უნდა მოვსულიყავი. მან მითხრა, რომ წარმატების მიღწევისთვის დახმარება მეც შემეძლო, თან უმაღლეს დონეზე და მე მჯერა, რომ როგორც გუნდი ამას შევძლებთ. - სავინიო
Welcome to Tottenham, Sávio 🤍 pic.twitter.com/cluPZrKRHc
— Tottenham Hotspur (@SpursOfficial) August 25, 2026
სავინიო 2024 წლიდან მანჩესტერ სიტიში ასპარეზობდა, იქამდე კი ტრუაში, ჟირონაში, პსვსა და ატლეტიკო მინეიროში ირიცხებოდა.