ოფიციალურად: ფელიპე ლუისი მონაკოს მთავარი მწვრთნელია
6 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ოფიციალურად, ბრაზილიელი სპეციალისტი ფელიპე ლუისი მონაკოს მთავარი მწვრთნელი გახდა. 40 წლის ყოფილმა ფეხბურთელმა ფრანგულ გუნდთან კონტრაქტი 2028 წლამდე გააფორმა.
ფელიპე ლუისი მონაკომდე მთავარ მწვრთნელად მხოლოდ ფლამენგოში მუშაობდა, თავდაპირველად ასაკობრივებში შემდეგ კი მთავარ გუნდში, მან იქ არაერთი ტიტული მოიგო: ბრაზილიის თასი, კარიოკას თასი, ბრაზილიის ჩემპიონატი, სუპერთასი, ლიბერტადორესის თასი, ამერიკის დერბის და კოპა ჩელენჯერის ტიტული მოიგო. ასევე ფლამენგომ საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში იასპარეზა, სადაც პსჟ-სთან პენალტების სერიაში დამარცხდა.
🎙️ Les premiers mots de 𝐅𝐢𝐥𝐢𝐩𝐞 𝐋𝐮𝐢́𝐬 en tant que nouvel entraîneur de l'AS Monaco 🔴⚪️ pic.twitter.com/uHPmzmt3mG
— AS Monaco 🇲🇨 (@AS_Monaco) July 6, 2026