Belive

ოფიციალურად: ატლეტიკომ ბარსელონასა და არსენალის სამიზნე დაიმატა

4 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ატლეტიკო მადრიდმა ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მცველის ტრანსფერი ოფიციალურად დაასრულა.

კლუბის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში დასტურდება, რომ კრისტიან რომეროსთან 2031 წლის ზაფხულამდე მოქმედი კონტრაქტი გაფორმდა. ის მადრიდელთა მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის მეოთხე ახალწვეული გახდა - კაცი, რომელიც დიეგო სიმეონესთვის დაცვის ხაზის გასაძლიერებლად მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენდა.

სატრანსფერო თანხა, დაახლოებით, 40 მილიონ ევროს შეადგენს: 33 მილიონს ატლეტიკო წინასწარ გადაიხდის, ხოლო 7 მილიონი ბონუსების სახითაა გათვალისწინებული. რომერო ტოტენჰემის ქომაგებს პარასკევს დაემშვიდობა.

სიმეონეს განკარგულებაში დიდი გამოცდილებისა და უმაღლესი კლასის ფეხბურთელი გადადის - ზუსტად ის, რაც მადრიდულ კლუბს დაცვაში ნამდვილი სიმტკიცის დასაბრუნებლად სჭირდებოდა.

რომეროს გარშემო ვითარებას ბარსელონა და არსენალიც აკვირდებოდნენ, თუმცა არგენტინელმა არჩევანი საბოლოოდ ატლეტიკოზე შეაჩერა.

სხვა სტატიები