Belive

ობამეიანგმა საწყის ხუთივე მატჩში გაიტანა - ეს აქამდე 21-ე საუკუნეში მხოლოდ ზლატანმა შეძლო

3 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

პიერ-ემერიკ ობამეიანგი დეპორტივოში მიმდინარე წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს გადავიდა და ახალ სეზონს შესანიშნავად იწყებს. 37 წლის გაბონელმა ფორვარდმა პირველ ხუთ ტურში მოახერხა გოლის გატანა.

მისი ეს სტარტი გამორჩეულია, რადგან ობამეიანგი ესპანეთის ლა ლიგაში გატანილი 5 გოლით XXI საუკუნეში ის მხოლოდ მეორე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც რომელიმე კლუბის შემადგენლობაში თავის სადებიუტო 5-ვე მატჩში გაიტანა. მანამდე ეს 17 წლის წინ მხოლოდ ბარსელონას რიგებში ზლატან იბრაჰიმოვიჩმა შეძლო.

პიერ-ემერიკ ობამეიანგის მონაგარი დეპორტივოს მაისურით გასულ 5 ტურში ასეთია:

  • ელჩეს წინააღმდეგ - 1 გოლი

  • მალაგას წინააღმდეგ - 1 გოლი

  • ვალენსიას წინააღმდეგ - 1 გოლი

  • ვილიარეალის წინააღმდეგ - 1 გოლი, 2 საგოლე გადაცემა

  • ხეტაფეს წინააღმდეგ - 1 გოლი

სხვა სტატიები