Belive

ნეიმარმა ტრავმის გამო კოპა სუდამერიკანას მატჩი გამოტოვა

14 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

დღეს სანტოსმა კოპა სუდამერიკანაზე სან ლორენსოსთან ითამაშა. გუნდს მთავარი ვარსკვლავი, ნეიმარი ვერ დაეხმარა, რომელსაც წვივის ტრავმის კიდევ რამდენიმე მატჩის გამოტოვება მოუწევს. თუმცა, მომავალ კვირას იგი უკვე მზად იქნება, ბრაზილიის ნაკრებს შეუერთდეს და მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადება დაიწყოს.

სანტოსის სამედიცინო შტაბის ხელმძღვანელმა ოთხშაბათს დაადასტურა, რომ ნეიმარს მარჯვენა წვივზე შეშუპება აღენიშნება:

,,ნეიმარს წვივის მცირე ტრავმა აღენიშნება, თუმცა, ჩვენი გეგმის მიხედვით, მომავალ კვირას, როდესაც ის ეროვნულ ნაკრებს შეუერთდება, სრულ მზადყოფნაში იქნება.'' - როდრიგო ძოგაიბი

ნეიმარი მკურნალობის კურსს სანტოსის ბაზაზე, პირად პერსონალთან ერთად გადის და მას ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის ექიმებიც ყურადღებით აკვირდებიან.

ESPN-ის ცნობით, ბრაზილიელის ტრავმამ შემადგენლობის დასახელებამდე ანჩელოტის სამწვრთნელო შტაბში შეშფოთება გამოიწვია, რადგან არსებობდა რისკი, რომ ნეიმარს ეროვნული გუნდის შეკრებაში მონაწილეობა ვერ მიეღო.

მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონები მუნდიალის დაწყებამდე 2 ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებენ - ანჩელოტის გუნდი 1 ივნისს (01:30-ზე) პანამას დაუპირისპირდება, 7-ში (00:00) კი - ეგვიპტეს.

სხვა სტატიები