ნეიმარის შეცვლისას დაშვებული შეცდომის გამო, სანტოსი კორიტიბასთან მატჩის შედეგის გაუქმებას ითხოვს
1 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
კორიტიბასთან მატჩში ნეიმარის არასწორად შეცვლის გამო, სანტოსი შეხვედრის შედეგის გაუქმებას ითხოვს.
65-ე წუთზე მე-4 მსაჯმა ტაბლოზე შეცდომით ნეიმარის ნომერი აწია, რის გამოც ვარსკვლავმა თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო და გაპროტესტების გამო ყვითელი ბარათითაც დაისაჯა.
,,სანტოსის იურიდიულმა დეპარტამენტმა კორიტიბას წინააღმდეგ გამართული მატჩის გაუქმების მოთხოვნით, სპორტული მართლმსაჯულების უმაღლეს ტრიბუნალში (STJD) სარჩელი შეიტანა.
კლუბი მიიჩნევს, რომ ადგილი ჰქონდა სამართლებრივ შეცდომას, როდესაც მსაჯებმა ნეიმარს მოედანზე დარჩენის საშუალება არ მისცეს, რაც ეწინააღმდეგებოდა სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებას და არღვევდა მოთამაშეთა შეცვლის ოფიციალურ პროტოკოლს.'' - წერია სანტოსის განცხადებაში
ბრაზილიის სერია A-ს 16 ტურის შემდეგ, სანტოსი 18 ქულით მე-16 ადგილზეა და გასავარდნ ზონას მხოლოდ 1 პოზიციით უსწრებს.
Santos vai ao STJD para anular jogo contra Coritiba por substituição errada de Neymar: "Erro de direito"
— ge (@geglobo) May 20, 2026
📷 Marcos Ribollihttps://t.co/LbFz1j4E9V