Belive

მუნდიალი 2026 | გერმანიის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა

6 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა, მსოფლიო ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა.

26-კაციან განაცხადში მოხვდა მანუელ ნოიერი, რომელსაც ეროვნულ გუნდში ბოლოს 2024 წლის ივლისში ჰქონდა ნათამაშები.

გერმანიის ნაკრების შემადგენლობა ასე გამოიყურება:

  • მეკარეები - ბაუმანი, ნოიერი, ნიუბელი

  • მცველები - ანტონი, ბრაუნი, რაუმი, რუდიგერი, შლოტერბეკი, ტა, ჩაუ

  • ნახევარმცველები - გროსი, კიმიხი, ნმეჩა, პავლოვიჩი, შტილერი, ამირი, გორეცკა

  • თავდამსხმელები - ჰავერცი, კარლი, მუსიალა, ვირცი, ბაიერი, ლევილინგი, სანე, უნდავი, ვოლტემადე

გერმანიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე E ჯგუფში კურასაოს, კოტ დ'ივუარისა და ეკვადორის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს.

ნაგელსმანის გუნდი პირველ შეხვედრას 14 ივნისს, კურასაოს წინააღმდეგ გამართავს.