Belive

მსოფლიოს ყველაზე ასაკოვანმა ფეხბურთელმა კარიერა კიდევ 1 სეზონით გაახანგრძლივა

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიოს ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი, 58 წლის კაზუიოში მიურა იაპონიის მე-3 დივიზიონის გუნდში - ფუკუსიმა იუნაიტედში ითამაშებს, ეს მიურასთვის 41-ე სეზონი იქნება.

მიურას ბოლო გუნდი ატლეტიკო სუზუკა (იაპონიის მე-4 ლიგა) იყო, სადაც გასული 2 სეზონი იოკოჰამადან იჯარით გაატარა და 15 მატჩშიც ითამაშა.

იაპონელი რეკორდსმენის პროფესიონალური კარიერა 1986 წელს სანტოსში დაიწყო. 1990-2000 წლებში კაზუიოში იაპონიის ეროვნულ ნაკრებში თამაშობდა და ჩატარებულ 89 მატჩში 55 გოლი გაიტანა.

მიურას 40-წლიანი კარიერის განმავლობაში, არაერთ კლუბში, მათ შორის პალმეირასში, ჯენოასა და დინამო ზაგრებში უთამაშია.