Belive

"მსოფლიოს ჩემპიონატი მთელი პლანეტისთვის უნდა ჩატარდეს" - ინფანტინო 64-გუნდიან მუნდიალზე საუბრობს

9 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ფიფას პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ განაცხადა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე გუნდების რაოდენობის კიდევ უფრო გაზრდა, 64 ნაკრებამდე, შესაძლოა დღის წესრიგში დადგეს 2026 წლის ტურნირის დასრულების შემდეგ.

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი, რომელსაც აშშ, კანადა და მექსიკა მასპინძლობენ, ისტორიაში პირველია, სადაც ტრადიციული 32 გუნდის ნაცვლად 48 ნაკრები იღებს მონაწილეობას. თუმცა, ფიფას ხელმძღვანელობა ამაზე გაჩერებას არ აპირებს და ფეხბურთის კიდევ უფრო მეტ გლობალიზაციას გეგმავს.

"ეს ის საკითხებია, რომლებსაც მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ განვიხილავთ. 

ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ როდესაც მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზება გსურს, ეს მთელი მსოფლიოსთვის გააკეთო. არამხოლოდ ევროპისა და სამხრეთ ამერიკისთვის, არამედ რეალურად მთელი პლანეტისთვის.

ყველა ერს უნდა ჰქონდეს უფლება, იოცნებოს მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობაზე. თქვენ ხედავთ, რომ გუნდების ხარისხი ძალიან მაღალია და ის კიდევ უფრო იზრდება მთელ მსოფლიოში.

თუ პატარა ქვეყნებს არ მისცემთ მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის შანსს, მათ განვითარების გაგრძელების სტიმული დაეკარგებათ.

თითოეულმა გუნდმა მაღალ დონეზე ითამაშა. ყველა კონტინენტის წარმომადგენელმა გაიტანა გოლი და მინიმუმ ერთი ქულა მაინც მოიპოვა.

10 აფრიკული გუნდიდან ცხრამ პლეი-ოფის ეტაპს მიაღწია. წინა მსოფლიო ჩემპიონატზე აფრიკიდან მხოლოდ ხუთი გუნდი იყო. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ყველა გუნდის ჩართვა და მათთვის ასეთი შესაძლებლობის მიცემა", - ამბობს ჯანი ინფანტინო.

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალი უკვე დაწყვილებულია:

14 ივლისი: საფრანგეთი - ესპანეთი

15 ივლისი: ინგლისი - არგენტინა

სხვა სტატიები