Belive

მოულოდნელი გადაწყვეტილება | დანი კარვახალი ახალ გუნდში გადასვლასთან ახლოსაა

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

დანი კარვახალი ხეტაფეში გადასვლასთან ახლოსაა. რეალის ყოფილი კაპიტანი "სამეფო კლუბთან" კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, თავისუფალი აგენტი გახდა. AS-ის ინფორმაციით, ხეტაფე შემადგენლობის გასაძლიერებლად, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, თავისუფალ აგენტებს ეძებდა. შემდეგ კი, კარვახალის დამატების შანსი გაჩნდა. კლუბის ხელმძღვანელობას ესპანელი მცველი სურს და თავად ფეხბურთელიც დადებითად უყურებს ამ გამოწვევას.

კარვახალისთვის, ეს შეთავაზება რამდენიმე მიზეზის გამოა სასურველი. მთავარი ფაქტორი, მის სახლთან კლუბის სიახლოვეა, რაც მას მადრიდიში ცხოვრების საშუალებას ისევ მიცემს. მას ასევე, მოსწონს ხეტაფეს სპორტული პროექტი და მთავარ მწვრთნელ, ხოსე ბორდალასთან მუშაობის შესაძლებლობითაც მოხიბლულია.

მხარეებს შორის, მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს და იზრდება ოპტიმიზმი, რომ უახლოეს პერიოდში ისინი შეთანხმდებიან. თუმცა კიდევ რჩება ერთი ფინანსური დაბრკოლება, რომელიც ხეტაფესთვის დაწესებულ სახელფასო ლიმიტს უკავშირდება.

კარვახალის დასარეგისტრირებლად, კლუბი ლა ლიგასთან უნდა შეთანხმდეს. ხეტაფეს ხელმძღვანელობა პრობლემის მოსაგვარებლად რამდენიმე შესაძლო ვარიანტზე მუშაობს. თუ ფინანსურ დაბრკოლებას გადალახავენ, შესაძლოა, კარვახალი ხეტაფეს ფეხბურთელი რამდენიმე დღეში გახდეს. ამ ამბავში მთავარი ისაა, რომ ბორდალასმა პირველი ნაბიჯი გადადგა და ამ ეტაპზე, მისი მცდელობა შედეგიანად გამოიყურება.

სხვა სტატიები