Belive

მორიგი ვარსკვლავი ინტერ მაიამიში - ბექჰემმა სერხიო რეგილონი დაიმატა

10 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

MLS-ის მოქმედი ჩემპიონი ინტერ მაიამი გაძლიერებას განაგრძობს - მაიემელებმა ხორდი ალბას კლუბიდან წასვლის შემდეგ, მარცხენა მცველის პოზიცია უკვე მოაგვარეს, რადგან სერხიო რეგილონი დაიმატეს.

29 წლის ესპანელი მარცხენა მცველი მადრიდის რეალის აღზრდილია და თამაში სწორედ 'კასტილიაში' დაიწყო, შემდეგ კი იყო რეალის მთავარი გუნდი (2018-2020), საიდანაც სევილიასა და ატლეტიკოში მიაშურა, შემდეგ კი საკუთარი ძალები პრემიერ ლიგის არაერთ გუნდში მოსინჯა (ბრენტფორდი, ტოტენჰემი, მანჩესტერი).

სერხიო რეგილონი 2020-2021 წლებში ესპანეთის ნაკრებშიც იყო გამოძახებული, სადაც 6 მატჩი ჩაატარა.

სხვა სტატიები