Belive

მოგება ნერვების ხარჯზე | სენტ-ეტიენმა პირველი ბარიერი გაიარა

9 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლიგა 1-სკენ მიმავალ გზაზე, სენტ-ეტიენმა პირველი ბარიერი გაიარა. 'მწვანეებისა' და როდეზის დაპირისპირება ფრედ, 0:0 დასრულდა, პენალტების სერიაში კი მასპინძლებმა 7:6 გაიმარჯვეს.

მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელმა, ზურიკო დავითაშვილმა. ქართველმა კუთვნილი ჯილდო მატჩის დაწყებამდე, სავსე ტრიბუნების წინაშე მიიღო. სენტ-ეტიენი მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდა უპირატესობას, როდეზმა კი მხოლოდ 2 მომენტი შექმნა. ზურიკოს აქტიურობის მიუხედავად, თამაში გატანილი გოლების გარეშე დასრულდა და დრამა, ანუ პენალტების სერია დაიწყო.

მატჩის ბოლო წუთზე სენტ-ეტიენმა მეკარე შეცვალა და მოედანზე ბრაის მობლი შემოვიდა - წარმოიდგინეთ, ახალმა მეკარემ, პირველი ორი დარტყმული აუღო როდეზის ფეხბურთელებს, საკუთარი გუნდიდან კი პირველი ზურიკომ დაარტყა და გაიტანა. მიუხედავად ბრწყინვალე სტარტისა, საქმე იქამდე მივიდა, რომ ორივე გუნდიის მხრიდან 10-10 ფეხბურთელს მოუხდა პენალტის შესრულება და საბოლოოდ, სენტ ეტიენმა 7:6 მოიგო.

იმისთვის, რომ სენტ-ეტიენი ლიგა 1-ში აღმოჩნდეს, ამ ტურნირის მე-16 ადგილოსანს უნდა მოუგოს - ეს იქნება ნიცა, ოსერი თუ ლე ავრი, ლიგა 1-ის ბოლო ტურში გაირკვევა.

სხვა სტატიები