მიქაუტაძე ლევანტესთან გადადებულ მატჩს იანვარში ჩაატარებს
ესპანეთის ჩემპიონატის მე-16 ტურის გადადებული შეხვედრა ლევანტესა და ვილიარეალს შორის, 2026 წლის 7 ან 8 იანვარს გაიმართება.
კვირას გასამართი მატჩი უამინდობის გამო გადაიდო. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ადგილობრივმა მთავრობამ, ძლიერმა წვიმების პროგნოზი წითელი დონის საფრთხედ გამოაცხადა. ცნობილია, რომ წინასწარ შეძენილი ბილეთები ძალაში დარჩება.
მატჩის ჩატარების თარიღის დასამტკიცებლად კლუბებს 5 დღე აქვთ, თუმცა 7/8 იანვარი ოპტიმალური დროა, რადგან ამ კოპა დელ რეის მატჩები ჩანიშნული არ არის, ხოლო ვილიარეალს ჩემპიონთა ლიგაზე თამაში არ უწევს.
ვილიარეალი სატურნირო ცხრილის მესამე ადგილზეა, ლევანტე კი ბოლოადგილოსანია.
🚨 OFFICIAL | Today's Levante - Villarreal match has been postponed due to torrential rainstorms forecasted in the region ⛈️❌️
— Villarreal Report (@Villarreal_Rep) December 14, 2025
A new date for the fixture will be announced in due course, with reports pointing to the 7th or the 8th of January as the most likely dates. pic.twitter.com/imkOuQeLPU