Belive

მიკა გოდტს აკრიტიკებენ: "ჯერჯერობით მისგან არაფერი გვინახავს"

23 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლიგა 1-ის ხუთი ტურის შემდეგ, ფრანგულმა გამოცემა L'Equipe-მა ბელგიელი ფეხბურთელის, მიკა გოდტსის პსჟ-ში ტრანსფერი წარუმატებლად შეაფასა. აიქასის ყოფილი ფეხბურთელი, პარიზელებს მიმდიანარე წლის ზაფხულში შეუერთდა, თუმცა ამ დრომდე, თავი ვერ გამოიჩინა.

ცნობილმა სპორტულმა გამოცემამ, ლიგა 1-ის ყველა კლუბის ზაფხულის სატრანსფერო საქმიანობა შეაფასა. პსჟ-ის შემთხვევაში, საუკეთესო შენაძენად, ფერან ტორესი დაასახელეს. ბელგიელი გარემარბი კი უარყოფითად შეაფასეს.

"ლუკა დინის გარდა, რომელსაც თითქმის არ უთამაშია, გოდტსი ამ სატრანსფერო ფანჯრის მთავარი იმედგაცრუებაა. მის სანაცვლოდ, ბონუსების ჩათვლით, 55 მილიონი ევრო გადაიხადეს. ლუის ენრიკე მას ძალიან მცირე სათამშო დროს აძლევს. ბელგიელი თავისი თამაშის სტილითა და შეტევითი უნარებით, გუნდს ნამდვილად დაეხმარებოდა, მაგრამ მას ჯერ კიდევ არ დაუმკვიდრებია ადგილი ძირითად შემადგენლობაში. ჯერჯერობით, მას თავისი სათამაშო დონე არ გამოუვლენია". - წერს გამოცემა.

ბელგიელმა ფეხბურთლმა, საფრანგეთის ჩემპიონატში ხუთივე მატჩში მიიღო მონაწილეობა და ამ ეტაპზე, მხოლოდ ერთი საგოლე გადაცემა აქვს შესრულებული. თუმცა, ფრანგული საფეხბურთო ჟურნალის, SoFoot-ის ჟურნალისტი, მატიე ფორი, გოდტსის მიმართ, კრიტიკას გარკვეულწილად ამსუბუქებს და აღნიშნავს, რომ პსჟ-ში ახალწვეულებს თავიდანვე ძალიან მაღალი სტანდარტების დაკმაყოფილება უწევთ.

ლიგა 1, ერედივიზიონთან შედარებით, გაცილებით მაღალი დონის ჩემპიონატია. მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება მარტივი არ არის. - მატიე ფორი