Belive

"მესის თამაშიდან გამოვთიშავთ, 100%-ით" - ჯო კოული

5 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჯო კოული დარწმუნებულია, რომ ინგლისის ნაკრები არგენტინას დაამარცხებს და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავა. ინგლისელთა ყოფილი ფეხბურთელი თვლის, რომ ლიონელ მესის თამაშიდან მარტივად გამოთიშავენ და ფიქრობს, რომ ინგლისის გუნდური სისწრაფე არგენტინას შანსს არ დაუტოვებს.

მესი პირველად უპირისპირდება ინგლისს? ჩვენ მას გამოვთიშავთ, 100%-ით.

გეუბნებით, ინგლისი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავა. არგენტინის ძლიერ მხარეებთან შედარებით ჩვენ ძალიან დიდი სისწრაფე გვაქვს, მათ დავამარცხებთ, ამას ვგრძნობ. - ამბობს ჯო კოული

შეგახსენებთ, რომ ინგლისმა 1/4-ფინალში ნორვეგია 2:1 დაამარცხა. არგენტინამ კი შვეიცარიას სძლია, რომელთაც 3 გოლი გაუტანეს. ეს 1/2-ფინალური შეხვედრა 15 ივლისს 23:00 საათზე გაიმართება.

სხვა სტატიები