მბაპეს მიმართ ზეწოლა იზრდება | ტიტულებისთვის ბრძოლაში ის რეალის მთავარი ფიგურა უნდა იყოს
მას შემდეგ, რაც მადრიდის რეალმა, შალკე, ამხანაგურ შეხვედრაში 3:0 დაამარცხა, კილიან მბაპე ესპანური მედიის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. ფრანგმა ვარსკვლავმა მატჩი კარგად ჩაატარა და შეხვედრის მეექვსე წუთზე, ანგარიშიც გახსნა.
Foot Mercato-ს ინფორმაციით, ესპანური მედია თავის სტატიებსა და საფეხბურთო ანალიზებში ერთსულოვანი იყო. "ფრანგმა თავმდამსხმელმა ამ სეზონში რეალს ტიტულები უნდა მოაგებინოს". - აღნიშნავდნენ გამოცემები. შალკეს მცველებს, მბაპეს წინააღმდეგ თამაში ძალიან უჭირდათ. მბაპე გერმანული გუნდის დაცვის ხაზში ხშირად იჭრებოდა და მეტოქეს მუდმივ პრობლემებს უქმნიდა.
სპორტულმა გამოცემა AS-მა გამოაქვეყნა სტატია სათაურით - "მბაპე კვლავ ბოსია". სტატიაში ვკითხულობთ: "მბაპე, მოედანზე, ამ პროექტის ნამდვილი ლიდერია - პროექტის, რომელიც მადრიდის რეალისთვის ტიტულების დაბრუნებას ისახავს მიზნად. თუ კილიანს რეალის ლეგენდის სტატუსისთვის ბრძოლა სურს, ამ მიზნისკენ მისაღწევი გზის დიდი ნაწილი, ივნისში უნდა გაიაროს. ყველაფერი მის სასარგებლოდ მეტყველებს, რადგან კლუბმა, მის გარშემო, საუკეთესო მოთამაშეები შეკრიბა, რომელთა სათავეშიც საუკეთსო დგას - ჟოზე მოურინიო. მესამე მცდელობა წარმატებული უნდა აღმოჩნდეს."
მოურინიომ, მბაპე, მოედნიდან, მეორე ტაიმის დაწყებამდე გაიყვანა. პირველი 45 წუთით კი, კილიანმა რეალის გულშემატკივრები და მადრიდული პრესაც მოხიბლა. მბაპეს, ახლა, შეცდომის დაშვების უფელბა აღარ აქვს. ახალი სეზონის დაწყებამდე, ძალიან ცოტა დრო რჩება. ფრანგი ვარსკვლავისგან კი ყველა ელის, რომ მას "სამეფო კლუბის" ტიტულების მოგებაში, გადამწყვეტი როლი ექნება.
La presse pro-Madrid met la pression à Mbappé : cette saison, il faut des titres https://t.co/A3aUXO0w2v
— Foot Mercato (@footmercato) August 17, 2026