მაურო იკარდი გალათასარაის ლეგიონერებს შორის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა
თურქეთის თასის შეხვედრაში გალათასარაიმ ისტამბულსპორს უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა.
მატჩში ანგარიში გახსნა მაურო იკარდიმ, რომელმაც თურქული გუნდის მაისურით 73-ე გოლი გაიტანა. შედეგად. არგენტინელმა თავდამსხმელმა გეორგე ჰაჯის (72 გოლი) შედეგი გააუმჯობესა და გალათასარაის ლეგიონერებს შორის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
უცხოელებს შორის თურქულ გრანდში ყველაზე მეტი გოლი ამ ფეხბურთელებს აქვთ გატანილი:
მაურო იკარდი - 73 გოლი
გეორგე ჰაჯი - 72 გოლი
მილან ბაროში - 61 გოლი
ვიქტორ ოსიმენი - 51 გოლი
ბაფეტიმბი გომისი - 51 გოლი
გალათასარაის ყველა დროის საუკეთესო მეგოლე მეტინ ოკტაია, რომლის ანგარიშზე სტამბოლურ გუნდში 349 გოლია.
Mauro Icardi has officially overtaken Gheorghe Hagi as Galatasaray’s all-time leading foreign goalscorer with 73 goals. pic.twitter.com/pGm9jWh0f5
— Galatasaray EN (@Galatasaray) February 4, 2026