Belive

მადლობისა და მადლიერების გზავნილები | ბუადი ლილს ემოციური სიტყვებით დაემშვიდობა

17 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

მაროკოელი ფეხბურთელი, აიუბ ბუადი, რომელიც ლილის ღირსებას სამი წლის განმავლობაში იცავდა, დღეს მანჩესტერ სიტის ფეხბურთელი გახდა. ტრანსფერის ოფიციალურად გამოცხადების შემდეგ, 18 წლის მოთამაშემ, ტვიტერზე, ლილის გულშემატკივრებს გამოსამშვიდობებელი წერილი მიუძღვნა.

"ლილის ძვირფასო გულშემატკივრებო, თქვენთან დამშვიდობება მარტივი არ არის. ლილი ის ადგილია, სადაც გავიზარდე და ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. აკადემიიდან პირველ ვარჯიშებამდე, პირველ გუნდთან, ამ მაისურით ჩატარებული პირველი წუთებიდან, დიდ ევროპულ საღამოებამდე - აქ გავლილი თიტოეული ნაბიჯი ჩემ მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩება." - ვკითხულობთ წერილში.

როგორც Foot Mercato იტყობინება, მაროკოელმა ფეხბურტელმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მთელი ამ დროის განმავლობაში მასთან ერთად იყო:

"მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ ტავგადასავალსი თავისი წვლილი შეიტანა. მწვრთნელებს, ტექნიკური და ადამინისტრაციული შტაბის წევრებს, სამედიცნიო გუნდს, კლუბის ხელმძღვანელობას და ზოგაად ყველა თანამშრომელს.

მადლობა ჩემ ყველა თანაგუნდელს. თქვენთან ერთად ბევრი რამ ვისწავლე. ზოგიერთი თქვენგანი მაშინაც ჩემ გვერდით იყო, როდესაც ლილში პირველ ნაბიჯებს ვდგამდი და პროფესიული ფეხბურთში, ადგილის დამკვიდრებაში დამეხმარა. ყველა ის მომენტი, რომლებიც ერთად გავიარეთ, ყოველთვის მემახსოვრება. მადლობა გულშემატკივრებს. თქვენი მხარდაჭერა ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა. დღეს ლილს უდიდესი მადლიერების გრძნობით ვტოვებ. რომელი გუნდის მაისურიც არ უნდა მეცვას მომავალში, ლილი ყოველთვის ჩემ გულში, ჩემი ცხოვრების ნაწილად დარჩება. მადლობა ყველაფრისთვის".

მაროკოელი ფეხბურთელი, მანჩესტერ სიტიმ ას მილიონ ევროდ შეიძინა. ახალგაზრდა ფეხბურთელი, მანჩესტერელთა ღირსებას 2031 წლამდე დაიცავს.

სხვა სტატიები