ლუის ენრიკე: "ყოჩაღ ფელიპე ლუისს, მისგან უდიდესი მწვრთნელი დადგება"
18 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საკონტინეტთაშორისო თასის ფინალში პარი სენ ჟერმენმა ფლამენგო პენალტების სერიაში დაამარცხა და 2025 წელს მე-6 ტიტულის მოგება შეძლო (უშუალოდ ხვიჩასთვის ეს პარიზულ გუნდში მე-5 ტიტული იყო).
პსჟ-ის ძირითად შემადგენლობაში ითამაშა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც მატჩში ანგარიში გახსნა.
მატჩის დასრულების შემდეგ, პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა - ლუის ენრიკემ, მატჩი შეაფასა და მეტოქე გუნდის მწვრთნელზეც ისაუბრა.
"რა თქმა უნდა, ძალიან ბედნიერ ვარ გამარჯვებით და მიმდინარე სეზონში მორიგი ტიტულის მოგებით - მე მჯერა, რომ დღეს ზეწოლას კარგად გავუმკლავდით, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან დავიტანჯებოდით. თუმცა, ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, გამარჯვება დავიმსახურეთ. მიუხედავად იმისა, რომ პენალტების სერიაში მოხდა ეს ყველაფერი, ჩვენი მეკარის წყალობით, ძალიან ბედნიერი ვარ. იმედი მაქვს, ამ ტემპით გავაგრძელებთ.
აუცილებლად უნდა შევეხო ფელიპე ლუისს, ფლამენგოს მთავარ მწვრთნელს. როდესაც მე ბარსელონას მწვრთნელი ვიყავი, ის ატლეტიკოში ჯერ კიდევ ფეხბურთელი იყო და იქიდან მახსოვს, რომ ძალიან ჭკვიანი იყო.
მე მჯერა, რომ მან დღევანდელი თამაშით აჩვენა, თუ რატომ მოიგო ფლამენგოსთან ერთად ამდენი ტიტული. ის არის ძალიან მაღალი დონის მწვრთნელი და დარწმუნებული ვარ, რომ მას ამ კლუბში დიდი ხანი არ გააჩერებენ. ფლამენგო თამაშობენ ისე, როგორც კარგი და გამართული გუნდი, რომელსაც თამაშში ბევრი შესაძლებლობა აქვს, კარგად ამუშავებენ ბურთს და ძალიან კარგად იცავენ თავს." - ლუის ენრიკე
შეგახსენებთ, რომ ფელიპე ლუისის პირველი სამწვრთნელო წელია და მან ფლამენგოსთან ერთად მოიგო ბრაზილიის სუპერ თასი, ბრაზილიის ჩემპიონატი და კოპა ლიბერტადორესის თასი.