Belive

ლამპარდის ქცევის გამო ფეხბურთელებმა იჩხუბეს

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონშიპის 22-ე ტურში, საუთჰემპტონმა საკუთარ მოედანზე ქოვენთრის უმასპინძლა და შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა. ქოვენთრის მთავარი მწვრთნელი, ფრენკ ლამპარდი, შეხვედრის შემდეგ სკანდალში გაეხვა, მისი ემოციურობა საუთჰემპტონის ფეხბურთელებმა ვერ აიტანეს და მინდორი რინგად გადაიქცა.

ჩელსის ლეგენდა, „სენტ მერის“ სტადიონზე, მთელი მატჩის განმავლობაში იყო დაცინვის ობიექტი - საუთჰემპტონის ფანები მას 'ბ*ზ სტივენ ჯერარდს' უწოდებდნენ. იმის გამო, რომ ქოვენთრი მთელი მეორე ტაიმის განმავლობაში 10 კაცით თამაშობდა, ლამპარდმა მიღწეული შედეგი (ფრე) ემოციურად აღნიშნა და აწეული ცერა თითი აჩვენა მასპინძელ გულშემატკივრებს.

ჩხუბის დროს, ორივე გუნდის მოთამაშეები და პერსონალი თითქმის 30 წამის განმავლობაში დაუპირისპირდა ერთმანეთს, სანამ ლამპარდი სტუმარი გულშემატკივრებისკენ მადლობის გადასახდელად წავიდოდა. მატჩის შემდგომ ინტერვიუში, ინგლისელმა ლეგენდამ, საუთჰემპტონის ფანებს ბოდიში მოუხადა.

ლამპარდის ქოვენთრი ჩემპიონშიპს ლიდერობს და მეორეზე მყოფ მიდლსბროს 6 ქულით უსწრებს.

სხვა სტატიები