კურტუა: ,,თუ ფედერაციასთან ვერ შევთანხმდები, შესაძლოა, ეს ნაკრებში ჩემი ბოლო მატჩი იყო''
1 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ესპანეთთან მარცხის შემდეგ, ბელგიის ეროვნული ნაკრების მეკარემ, ტიბო კურტუამ, განაცხადა, რომ სანაკრებო კარიერის დასრულებას არ გამორიცხავს:
,,ერთა ლიგის მატჩებში ერთგვარ შესვენებას ვისურვებდი, რადგან ეს ტურნირი ყველაზე მნიშვნელოვანი არ არის. ალბათ, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის დავბრუნდებოდი.
თუმცა, საბოლოო ჯამში, ეს ის გადაწყვეტილებაა, რომელიც ფედერაციამ უნდა მიიღოს. თუ არა და, მაშინ, შესაძლოა, დღეს ნაკრებში ჩემი ბოლო მატჩი იყო.'' - ტიბო კურტუა
კურტუა ბელგიის ნაკრებში 2011 წლიდან თამაშობს და მის ანგარიშზე ეროვნულ გუნდში 115 მატჩია.
ტიბომ ,,წითელ ეშმაკებთან'' ერთად 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მე-3 ადგილი დაიკავა.
🚨🚨 Thibaut Courtois 🇧🇪 : « J’AIMERAIS FAIRE UNE PAUSE (de la sélection) ! La Ligue des Nations n’est pas le + important.
— Actu Foot (@ActuFoot_) July 10, 2026
On verra si la fédération accepte. Si non, c’était peut-être mon dernier match ce soir ! » 👋 pic.twitter.com/cSspcBcDLd