Belive

კროოსი: "რონალდუს გარეშე საუდის არაბეთის ლიგას არავინ შეხედავდა"

2 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

რეალ მადრიდის ლეგენდამ, ტონი კროოსმა, დაიცვა თავისი ყოფილი თანაგუნდელი, კრიშტიანუ რონალდუ (რონალდუს ბოიკოტი ჰქონდა გამოცხადებული და ალ ნასრის ორი თამაში გამოტოვა). კროოსი ამბობს, რომ საუდის პრო ლიგას არანაირი ინტერესი არ ექნებოდა, იქ რომ კრიშტინუ რონალდუ არ თამაშობდეს.

საუდის არაბეთის ლიგა უცნაური ფენომენია. კრიშტიანუ რონალდუს მოსვლამდე არავის სმენია ამის შესახებ და ახლა ისინი უპატივცემულოდ ეპყრობიან იმ ადამიანს, რომელმაც ისინი მსოფლიო რუკაზე დააბრუნა. თუ კრიშტიანუ ხვალ წავა, ეს ლიგა მთელ თავის ხიბლს დაკარგავს. რონალდუს გარეშე, საუდის არაბეთის ლიგას არავინ უყურებდა. - განაცხადა ტონი კროოსმა

A Bola-ს ცნობით, რონალდუ უკვე დაუბრუნდა ვარჯიშს მას შემდეგ, რაც იანვრის ტრანსფერებთან დაკავშირებული მოლაპარაკებების გამო, პროტესტის ნიშნად, ბოლო ორი მატჩი გამოტოვა. ალ ნასრმა დაასახელა მისი დაბრუნების თარიღი, რომელიც 14 თებერვალს ალ-ფატეჰის წინააღმდეგ შედგება.

სხვა სტატიები